საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
  • სტუდენტებისთვის
    left arrow
  • აბიტურიენტებისათვის
    left arrow
  • კვლევა
  • კურსდამთავრებულები
  • საერთაშორისო ურთიერთობები
  • თსუ online
  • ინოვაციების ცენტრი
  • eng
    facebook
    youtube
    twitter icon
    linkedin icon

    საერთაშორისო მობილობის შესაძლებლობა იტალიის უნივერსიტეტში

    ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ლუისის გვიდო კარლის უნივერსიტეტს (Luiss Guido Carli University) შორის ხელი მოეწერა ორმხრივ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს.

    აღნიშნული თანამშრომლობით საფუძველი ჩაეყარა სტუდენტთა მობილობის (Twinning Program) პროგრამის ამოქმედებას, რომლის ფარგლებშიც სტუდენტებს შეუძლიათ მობილობის საფუძველზე ბაკალავრის ხარისხის მოპოვება ეკონომიკის მიმართულებით. საბაკალვრო პროგრამა მოიცავს ოთხ სასწავლო წელს: პირველ სასწავლო წელს სტუდენტი დაფარავს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მომდევნო ორი წლის განმავლობაში ისწავლის ლუისის უნივერსიტეტში, სწავლების მეოთხე წელს კი სწავლას დაასრულებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. აღნიშნულ პროგრამაში მონაწილე სტუდენტები ლუისში სწავლის 2 წლის განმავლობაში სწავლის საფასურს გადაიხდიან ლუისის უნივერსიტეტის სწავლის საფასურის შესაბამისად. მიმდინარე სასწავლო წლის მონაცემებით, სწავლის წლიური საფასური შეადგენს 11300 ევროს. უნდა აღინიშნოს, რომ იტალიაში სწავლის პირველ წელს სტუდენტები ისარგებლებენ 33%-იანი ფასდაკლებით, ხოლო მეორე წელს, სრულად გადაიხდიან შესაბამის წლიურ საფასურს.

    მობილობის პირობების, რეგულაციებისა და სწავლის საფასურის შესახებ დეტალური ინფორმაცია გაწერილია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ლუისის უნივერსიტეტს შორის შემუშავებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში.

    თარიღი: 10/05/2022